ხვიჩა კვარაცხელია - სურვილის მიუხედავად, სპორტული მიზეზების გამო, რთული სეზონის შემდეგ, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები  #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - სურვილის მიუხედავად, სპორტული მიზეზების გამო, რთული სეზონის შემდეგ, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები  #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს ეროვნული გუნდისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავი ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება.

„დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ მსურს, გულშემატკივარმა იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ, სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა, ვუსურვო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს“.