ტაიმაუტის ექსკლუზივი | ხვიჩა კვარაცხელია - შოტლანდიასთან შედეგით კმაყოფილები არ ვართ, მეტს ვიმსახურებდით #1TVSPORT
ტაიმაუტის ექსკლუზივი | ხვიჩა კვარაცხელია - შოტლანდიასთან შედეგით კმაყოფილები არ ვართ, მეტს ვიმსახურებდით #1TVSPORT

შოტლანდიასთან ფრედ (2:2) დასრულებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც საქართველოს ნაკრების ლიდერმა და დუბლის ავტორმა თქვა, რომ შედეგით უკმაყოფილო დარჩა.

„შედეგით კმაყოფილები არ ვართ, რადგან ახლოს ვიყავით მოგებასთან, ეს ჩვენთვის დასანანი ფრეა, ჩემი აზრით, მეტს ვიმსახურებდით. 19 ნოემბერს ესპანეთთან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. მწარედ გვახსოვს მათთან თბილისში განცდილი მარცხი.

ესპანეთში რომ ჩავალთ, გვინდა, რომ ღირსეულად დავიცვათ ჩვენი ეროვნული გუნდის სახელი და დავამტკიცოთ, რომ თბილისში 1:7 წაგება, უბრალოდ, უიღბლობის შედეგი იყო.

ვისარგებლებ შემთხვევით და ზურიკო დავითაშვილსა და მის ოჯახს პატარა დათის დაბადებას მივულოცავ. გვიხარია, რომ ზურიკომ ნაკრებთნ ერთდ ყოფნა გადაწყვიტა, რადგან კარგად იცის, რომ მარტში მნიშვნელოვანი თამაშები გველის, ის კი ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მადლობა მას ამისთვის“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში 27 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით 22 წლის ფეხბურთელი საუკეთესო მეგოლეებში მეოთხე ადგილზე დაწინაურდა. გოლების გარდა, ხვიჩამ „ჯვაროსნების“ ფორმით ხუთი საგოლე პასიც შეასრულა.