ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, წლის ბოლო მატჩამდე დაბრუნდეს #1TVSPORT
ჟურნალისტმა ფაბიო კარესამ საკუთარ „იუთუბის“ არხზე ხვიჩა კვარაცხელიასა და ბრაზილიელი დევიდ ნერეშის კონკურენციაზე ისაუბრა. მისმა შეხედულებებმა ნეაპოლელ გულშემატკივრებში დიდი კამათი გამოიწვია.
„ქართველის ნაცვლად „ჯენოასთან“ მოედანზე კვლავ დევიდ ნერეში გავა, რომელიც „უდინეზესთან“ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ამ დროისთვის „ბენფიკას“ ყოფილი ფეხბურთელი თანაგუნდელზე უფრო მაღლა დგას. ახლა ნერეში, ჩემი აზრით, კვარაცხელიაზე ძლიერია. ზოგი ფიქრობს, რომ უხასიათოა, მაგრამ უფრო მტკიცე ხასიათისაა, ნაკლებად ჯიუტი და უფრო სწრაფია.
ჩემი აზრით, კვარას ჩავარდნა აქვს, თუმცა ის ძალიან ძლიერია. მაგრამ ნერესი იმსახურებს ადგილს და „უდინეზესთან“ აჩვენა, რომ გუნდის მამოძრავებელი ძალა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაპოლის“ 12-13 კარგი მოთამაშე ჰყავს და ეს ფაქტორი ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია,“ — განაცხადა ფაბიო კარესამ.
კარესას გამოსვლას ნეაპოლური გამოცემა SpazioNapoli გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციითაც, ამ მოსაზრებამ სხვადასხვა სოციალურ ქსელში „ნაპოლის“ გულშემატკივრებში დიდი კამათი გამოიწვია. ამავე დროს გამოცემამ ქართველი თავდამხმელის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო ვადაც დაასახელა.
„„ნაპოლის“ სერია A-ში „ჯენოასთან“ შაბათის მატჩამდე ორი წამყვანი მოთამაშე ვერ დაეხმარება, ალესანდრო ბონჯორნო და ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულები არიან. თუ „ტორინოს“ ყოფილ ცენტრალურ მცველს ერთი თვე მაინც მოუწევს ლოდინი, იგივეს ვერ ვიტყვით 77 ნომერზე. ეს უკანასკნელი გამოჯანმრთელების გზაზეა. ვიმედოვნებთ, „ვენეციას“ წინააღმდეგ (მატჩი 29 დეკემბერს გაიმართება) ნეაპოლელებს რამდენიმე წუთით მაინც დაეხმარება“, — წერს SpazioNapoli.