ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის ფეხბურთელობის კანდიდატია #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის ფეხბურთელობის კანდიდატია #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონატის (სერია A) ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელია ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტებში დაასახელა.

„აი, სერია A-ს თვის ნომინანტები. გააკეთე შენი არჩევანი და თვის საუკეთესო მოთამაშეს მიეცით ხმა ახლავე“, – წერია სერია A-ს სოციალური ქსელის, X-ის (ყოფილი „ტვიტერი“) გვერდზე.

ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ასევე გამოარჩიეს გლეისონ ბრემერი („იუვენტუსი“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“), რიკარდო ორსოლინი („ბოლონია“), კრისტიან პულიშიჩი („მილანი“) და მატიას სოულე („ფროზინონე“).

ხმის მიცემა შეგიძლიათ ბმულზე: https://www.legaseriea.it/en/media/serie-a/vote-the-ea-sports-fc-player-of-the-month-for-october