ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს - ქართველმა ფეხბურთელმა უმაღლესი შეფასება მიიღო #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს - ქართველმა ფეხბურთელმა უმაღლესი შეფასება მიიღო #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას ანალიტიკურმა პორტალმა, Whoscored-მა „საუსოლოსთან“ იდეალური შეფასება, 10 ქულა დაუწერა და იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში სტუმრად „სასუოლო“ 6:1 დაამარცხა, კვარაცხელიამ კი დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა.

მეორე ანალიტიკური პორტალის, Sofascore-ს ექსპერტებმა ქართველ მოთამაშეს იდეალურთან მიახლოებული შეფასება (9.4) დაუწერეს და ტურის რჩეულ თერთმეტეულშიც აირჩიეს. ტურის საუკეთესო ფეხბურთელი კი, მათი ვერსიით, ვიქტორ ოსიმენი (9.5) გახდა. ნიგერიელმა „სასუოლოსთან“ ჰეთთრიქი ჩაიწერა აქტივში.

Flashscore-მა კვარაცხელიას 9.7 ქულა დაუწერა, ხოლო ოსიმენს 9.0 ქულა და 21-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი თავდამსხმელი აღიარა.