ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ასისტენტებში ლიდერობს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ასისტენტებში ლიდერობს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ასისტენტების დავაში ლიდერობს, – ინფორმაცია სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე კიდევ ერთხელ გვამცნო.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 10 საგოლე გადაცემა შეასრულა და უახლოეს კონკურენტებს ორი ასისტით უსწრებს.

სერია A-ს საუკეთესო ასისტენტები:

ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“) – 10 საგოლე გადაცემა
რაფაელ ლეაო („მილანი“) – 8 საგოლე გადაცემა
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი („ლაციო“) – 8 საგოლე გადაცემა
ფილიპ კოსტიჩი („იუვენტუსი“) – 8 საგოლე გადაცემა
პიოტრ ზელენსკი („ნაპოლი“) – 8 საგოლე გადაცემა

კვარაცხელიას შედეგის გაუმჯობესების შანსი გააჩნია. „ნაპოლი“ 4 ივნისს, სერია A-ს ბოლო, 38-ე ტურში „სამპდორიას“ შეხვდება. მატჩი ნეაპოლში, „სტადიო მარადონაზე“ გაიმართება.