ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელია - „ნაპოლის“ თავდამსხმელი ზედიზედ მეოთხედ გამოარჩიეს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელია - „ნაპოლის“ თავდამსხმელი ზედიზედ მეოთხედ გამოარჩიეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია – გამოკითხვის შედეგები „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება GFF Awards 2023-ზე გამოცხადდა.

ხვიჩა კვარაცხელია 2023 წელს გახდა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და საუკეთესო ასისტენტი, ხოლო უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარა.

საქართველოს ნაკრებში 22 წლის ფეხბურთელმა 2023 წელს ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ GFF Awards -ზე ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეოთხედ (2020, 2021, 2022, 2023) დასახელდა, რაც ქართული ფეხბურთის რეკორდია.

ტრადიციულ დაჯილდოებაზე 2023 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელის ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.