ხვიჩა კვარაცხელია - სამწუხაროა, რომ არ გაგვიმართლა
ხვიჩა კვარაცხელია - სამწუხაროა, რომ არ გაგვიმართლა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიას წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ გაიმართა და ფრედ დასრულდა (1:1), „ჯვაროსნების“ ფეხბურთელებმა შეაფასეს.

„ვფიქრობ, გუნდმა ორივე შეხვედრაში კარგი თამაში აჩვენა. სამწუხაროა, რომ არ გაგვიმართლა, ბევრი მომენტი, იყო, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა. ახლა ვემზადებით ბელარუსთან თამაშისთვის, დარწმუნებული ვარ, უმაღლეს დონეზე ვითამაშებთ და აუცილებლად გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

ლევან შენგელია:

„დღევანდელი თამაშის შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ ვიქნებით. გვინდოდა, მოგვეგო. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გულშემატკივარი გაგვეხარებინა. ასევე, ოქტომბრის თამაშს უფრო კარგი განწყობით შევხვედროდით. შევეცდებით, რომ შემდეგ თამაშში სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.

დატოვე კომენტარი