ხვიჩა კვარაცხელია „რუბინის“ მწვრთნელზე - მეც და დავითაშვილსაც გვენდობა, შანსს ყოველთვის გვაძლევს
ხვიჩა კვარაცხელია „რუბინის“ მწვრთნელზე - მეც და დავითაშვილსაც გვენდობა, შანსს ყოველთვის გვაძლევს

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში დაბრუნდა და თვითიზოლაციის მიუხედავად, საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ მინიმალური დატვირთვით მაინც ვარჯიშობს.

„ასეთ გარემოში ცხოვრება რთული და ძალიან მოსაწყენია. სრულფასოვნად ვერ ვვარჯიშობ, მაგრამ მე და ზუკა ერთად ვართ, და გაწელვებს და სახლის პირობებში შესაძლებელ ვარჯიშებს ვატარებთ. პლუს, „რუბინის” ფიზმომზადების მწვრთნელი ვიდეოვარჯიშებს გვიტარებს. იმედია, პანდემია მალე გადაივლის და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველოს ნაკრების 19 წლის თავდამსხელმა ყაზანის „რუბინის“ მთავარი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის დამოკიდებულებაზე ილაპარაკა: „გამოცდილი და თანამედროვე მწვრთნელია და მოსკოვის ცსკა-ში სერიოზულ წარმატებებს მიაღწია, რუსეთის ნაკრებს, ინგლისურ და ჰოლანდიურ კლუბებს ავარჯიშებდა. ქართველები უყვარს, რადგან ტექნიკური და შემტევი ფეხბურთის მომხრეა. მეც და ზუკა დავითაშვილსაც გვენდობა, შანსს ყოველთვის გვაძლევს და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია.“