ხვიჩა კვარაცხელია - რონალდო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ჩემთვის მაგალითი მისი ცხოვრების წესი იყო #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფორვარდმა, ხვიჩა კვარაცხელიამ რიო ფერდინანდის YouTube არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი კუმირი საუდის არაბეთის „ალ ნასრის“ პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდოა.
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ მედიაში საქმიანობს, პსჟ-ს სამ ფეხბურთელს — ხვიჩა კვარაცხელიას, ვიტინიას და ჟოაო ნევეშს ესაუბრა.
„ბავშვობაში კრიშტიანო რონალდო იყო ის ფიგურა, რომელსაც დიდ პატივს ვცემდი. ვიცი, რომ ის ჩემგან განსხვავებული ტიპის მოთამაშეა, მაგრამ ყოველთვის ვადევნებ თვალს.
ვფიქრობ, მისმა პროფესიონალიზმმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ყველასთვის ცნობილია, რომ კრიშტიანო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ჩემთვის მთავარი იყო მისი ცხოვრების წესი — ის, თუ როგორ ცხოვრობს სპორტსმენი ყოველდღიურად.
საფრანგეთში ბევრი კარგი მცველია. ისინი სწრაფები არიან და მათ წინააღმდეგ მოქმედება რთულია, მაგრამ პარიზში ყოფნის დროს ალბათ ჩემთვის ყველაზე ძლიერი მეტოქე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი იყო.
ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარს. არ მომწონს, როდესაც სტატისტიკას უყურებენ, მთავარი გუნდის წარმატებაა. რა თქმა უნდა, გოლების გატანა და ასისტების შესრულებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არის დღეები, როდესაც კარგად თამაშობ და უბრალოდ არ გიმართლებს. ვცდილობ, თამაშით ვისიამოვნო და გუნდის ნაწილი ვიყო“, – განაცხადა კვარაცხელიამ.