ხვიჩა კვარაცხელია - PES-ს ადრე არ ვთამაშობდი, მაგრამ ტურნირისთვის მოვემზადე
ხვიჩა კვარაცხელია - PES-ს ადრე არ ვთამაშობდი, მაგრამ ტურნირისთვის მოვემზადე

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ PES-ში, MegaFon-ისა და Sports.ru-ს ორგანიზებულ „ყველაზე სწრაფი ლიგაში“ ყაზანის „რუბინი“ წარადგინა და სადებიუტო შეხვედრა ეკატერინბურგის „ურალთან“ 1:0 მოიგო.

ერთადერთი გოლი „რუბინმა“ 77-ე წუთზე გაიტანა. კვარაცხელიამ საკუთარი თავი და ზურიკო დავითაშვილი მოედანზე მეორე ნახევარში შეუშვა და მასთან ერთად საგოლე შეტევა წამოიწყო, ყაზანელებმა კი 1:0 მოიგეს. ეს რუსეთის ვირტუალურ ჩემპიონატში გატანილი პირველი გოლი იყო.

„თამაშის შედეგზე გავლენა შეცვლებმა მოახდინა – ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე საკუთარი თავი და ზურიკო დავითაშვილი შეიყვანა, რაც წარმატებული სვლა გამოდგა“ – ეს კიბერტურნირის მატჩის კომენტატორის სიტყვებია.

„ურალის“ სახელით თავდამსხმელი ევგენი ტატარინოვი თამაშობდა, რომელმაც წაგება გამოუცდელობით ახსნა: „ტურნირამდე, PES მხოლოდ ორჯერ ვითამაშე – ორი დღის წინ და დღეს ხვიჩისთან მატჩამდე. ამის გამო ვნერვიულობდი, მაგრამ მომეჩვენა, რომ თანაბარი თამაში იყო. ყველაფერი ერთ წუთში გადაწყდა, რომელიც ხვიჩამ გამოიყენა. მადლობა მას კარგი თამაშისთვის“.

გაირკვა, რომ PES-ში გამოცდილი არც კვარაცხელია იყო, მაგრამ მატჩისთვის კარგად მოემზადა: „PES-ს ადრე არ ვთამაშობდი, მაგრამ როდესაც ტურნირზე გვითხრეს, თამაში შევიძინე და ვარჯიში დავიწყე. რა თქმა უნდა, მე არ ვიცოდი, ჩემი მეტოქე როგორ თამაშობდა. ამიტომ ამ ვირტუალურ მატჩში ჩემი თავი და დავითაშვილი თავიდანვე არ დავაყენე. მე ვეთანხმები ტატარინოვს, რომ კარგი თამაში იყო, რომელიც მე მოვიგე. ვნახავთ, შემდეგ რა იქნება“.

ტურნირით რუსეთის პრემიერლიგის გუნდებმა კორონავირუსით გამოწვეული პაუზა გაიხალისეს და რუსეთის ჩემპიონატის 23-ე ტური ვირტუალურად ჩაატარეს.