ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT

20:20, 07.05.2026
The legendary FIFA Ballon d'Or trophy, exhibitedon January 8, 2016, at the future new FIFA museum at Zurich, a few days before the 2015 award ceremony.

The legendary FIFA Ballon d'Or trophy, exhibitedon January 8, 2016, at the future new FIFA museum at Zurich, a few days before the 2015 award ceremony.

ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალების შემდეგ ბუკმეიკერებმა განაახლეს კოეფიციენტები 2026 წლის „ოქროს ბურთის“ მოგებაზე.

„პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადავიდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქართველი ფეხბურთელის კოეფიციენტი 34.00-დან 9.00-მდე დაეცა.

ლიდერი კვლავინდებურად „ბაიერნის“ ფორვარდი ჰარი კეინია კოეფიციენტით – 3.50.

„ოქროს ბურთის“ სავარაუდო მფლობელი ბუკმეიკერების ვერსიით:

  1. ჰარი კეინი (ბაიერნი) – 3.50
  2. მაიკლ ოლისე (ბაიერნი) – 4.00
  3. დეკლან რაისი (არსენალი) – 5.00
  4. უსმან დემბელე (პსჟ) – 7.00
  5. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 9.00
  6. ლამინ იამალი (ბარსელონა) – 11.00
  7. კილიან მბაპე (რეალი) – 13.00
  8. ვიტინია (პსჟ) – 13.00
  9. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 34.00

9. რაფინია (ბარსელონა) – 34.00

მსგავსი