ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-17 ადგილზე გავიდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-17 ადგილზე გავიდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალში მოხვდა და საბოლოო სიაში მე-17 ადგილზე გავიდა, – ინფორმაციას გამოკითხვის ორგანიზატორი გამოცემა France Football-ი ავრცელებს.

ქართველმა ფეხბურთელმა სიაში გადაასწრო ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ინგლისელები ჯუდ ბელინგემი და ჰარი კეინი, ასევე ლაუტარო მარტინესი, რომელიც არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

2023 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება პარიზში იმართება, პრეტენდენტთა შორის იყო „ნაპოლიში“ ქართველის თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი.

მანამდე, პორტალმა Goal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სიაში მე-14 ადგილზე იყო, მაგრამ ეს არ დადასტურდა.