ხვიჩა კვარაცხელია - ოცნებები ამისრულდა, ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობ და გოლიც გავიტანე [ვიდეო] #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ „აიაქსთან“ გამარჯვების (6:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, ჩემი ოცნებები ახდა – ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობ და დღეს გოლი გავიტანე. ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა მოიგო. „აიაქსმა“ დღეს არ ითამაშა კარგად, მაგრამ ზოგადად კარგი გუნდია, ძალიან ძლიერი მოთამაშეებით. წარმატებებს ვუსურვებ“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

ქართველი თავდამსხმელის თქმით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცოს დასახელება ლოგიკურია:

„ის შესანიშნავი ადამიანი, შესანიშნავი კაპიტანი და შესანიშნავი მოთამაშეა. მან დაიმსახურა ეს ჯილდო, რადგან „ნაპოლისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა“.

საბედნიეროდ, ხვიჩას ტრავმაზე ვარაუდები არ გამართლდა და სერიოზული არ გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ „აიაქსის“ ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ იტალიელებთან მაისურების გაცვლაზე უარი თქვეს.

აიაქსისთვის“ ეს იყო დამამცირებელი მარცხი. „აიაქსს“ ევროტურნირებზე „ამსტერდამ არენაზე“ 4 გოლზე მეტი სხვაობით არ წაუგია.