ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია თებერვალში „ნაპოლის“ საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

გამოკითხვა „ნაპოლის“ ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობდა და ქართველი ფეხბურთელი პირველ ადგილზე გულშემატკივრებმა გაიყვანეს.

თებერვალში ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის მოქმედი ჩემპიონის რიგებში შვიდი მატჩი ჩაატარა. მან სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამ მომენტისთვის „ნაპოლი“ სერია A-ში 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა. გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც თამაშობს. ფრანჩესკო კალცონას გაწვრთნილები 13 მარტს „ბარსელონას“ შეხვდებიან.