ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალს „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში იწყებს #1TVSPORT
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალისთვის ლონდონის „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ძირითადი შემადგენლობები ცნობილია.
ხვიჩა კვარაცხელია ფრანგული გუნდის ძირითად თერთმეტეულშია.
„პარი სენ-ჟერმენი“: ჯანლუიჯი დონარუმა, ნუნუ მენდეში, ლუკას ბერალდო, მარკინიოსი, აშრაფ ჰაკიმი, ვიტინია, ჟოაო ნევეში, ფაბიან რუისი, ხვიჩა კვარაცხელია, დეზირე დუე, უსმან დემბელე.
„ჩელსი“: რობერტ სანჩესი, მალო გუსტო, ტრევო ჩალობა, ლივაი კოლუილი, მარკ კუკურელია, რის ჯეიმსი, მოიზეს კაისედო, ენცო ფერნანდესი, კოულ პალმერი, პედრო ნეტო, ჟოაო პედრო.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი „მეტლაიფ სტადიონზე“ გაიმართება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.