ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე დაბრუნდა - „ნაპოლი“ „ბოლონიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე დაბრუნდა - „ნაპოლი“ „ბოლონიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია მცირე ტრავმის შემდეგ „ნაპოლის“ დაუბრუნდა და ძირითად შემადგენლობაში იყო „ბოლონიასთან“ შეხვედრაში, რომელშიც ნეაპოლელები 0:2 დამარცხდნენ.

„სტადიო მარადონაზე“ გამართული სერია A-ს 36-ე ტურის მატჩი სტუმრებმა ძალიან კარგად დაიწყეს და ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს. შეტევა შვეიცარიელმა თავდამსხმელმა, დან ნდოიემ ზუსტი თავური დარტყმით დაასრულა. ოთხ წუთში „ბოლონიას“ უპირატესობა კუთხურის გათამაშების შემდეგ ავსტრიელმა მცველმა, სტეფან პოშმა გაზარდა.

„ნაპოლის“ სწრაფად მიეცა გოლის გატანის შანსი, 21-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მატეო პოლიტანომ შეასრულა. „ბოლონიის“ მეკარემ, ფედერიკო რავალიამ მიმართულება გამოიცნო და ბურთი მოიგერია. ტაიმის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი მიიღო.

„ნაპოლი“ 51 ქულით იტალიის სერია A-ში მე-8 ადგილზეა.