ხვიჩა კვარაცხელია მოედანს უბრუნდება - „პარი სენ-ჟერმენი“ „ანჟესთან“ გამარჯვებით საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია მოედანს უბრუნდება - „პარი სენ-ჟერმენი“ „ანჟესთან“ გამარჯვებით საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა, „პარი სენ-ჟერმენს“ დაუბრუნდა და „ანჟესთან“ მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრას ელოდება. აღნიშნულ მატჩში, დიდი ალბათობით, პარიზული გრანდი საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს მეცამეტედ გაიფორმებს. ამისთვის ლუის ენრიკეს გუნდს გამარჯვება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ ვერ მიიღო მონაწილეობა საფრანგეთის თასის ნახევარფინალურ მატჩში, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „დიუნკერკი“ 4:2 დაამარცხა. მიზეზი მატჩამდე შეუძლოდ ყოფნა იყო.

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის შეხვედრას „ანჟესთან“ დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე გამართავს – მატჩი „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე გაიმართება.