ხვიჩა კვარაცხელია - „მილანთან“ მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ, ახლა ნაკრების დროა​​ [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - „მილანთან“ მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ, ახლა ნაკრების დროა​​ [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც „სან სიროზე“ „მილანთან“ გამარჯვებაზე (2:1) ლაკონიური კომენტარი გააკეთა და მოახლოებული სანაკრებო თამაშები ახსენა.

„მნიშვნელოვანი 3 ქულა. ყოჩაღ ბიჭებს, რა გამარჯვება მოვიპოვეთ, ახლა ეროვნული ნაკრების დროა“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია.

იგი დღეს თბილისში ჩამოვა და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელიც ერთა ლიგის C4 ჯგუფში დარჩენილ 2 შეხვედრას ჩაატარებს – 23 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან „დინამო არენაზე“, ხოლო 26 სექტემბერს გიბრალტარში ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს ესტუმრება.

პირველი ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 10 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველ ადგილზეა. მეორეზე, 7 ქულით ხვიჩას თანაგუნდელ ელიფ ელმასის ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებია. ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ჩვენს ნაკრებს ამ შეხვედრაში მინიმუმ ქულა აძლევს ხელს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრამდე ხუთი დღით ადრე, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა.