ხვიჩა კვარაცხელია მცირე ტრავმის გამო შეცვალეს - პსჟ-მ „ოსერი“ დაამარცხა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია მცირე ტრავმის გამო შეცვალეს - პსჟ-მ „ოსერი“ დაამარცხა #1TVSPORT

საფრანგეთიის ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ოსერის“ შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალეს, რისი მიზეზიც მცირე ტრავმაა.

პირველი ტაიმი პარიზელებმა უკრაინელი ილია ზაბარნის გოლით 1:0 მოიგეს. ხვიჩა კვარაცხელიას მთელი ტაიმი ეუხეშებოდნენ და ტაიმის ბოლოს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სამწვრთნელო სტაფს ესაუბრა.

საბოლოოდ, ხვიჩას მოედნის დატოვება მოუხდა. ფრანგული ტელეკომპანია rmcsport-ის ვებ-გვერდის ცნობით, ლუის ენრიკემ „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე რისკი აირიდა და ამიტომ მოედანზე ბრედლი ბარკოლა შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ უსმან დემბელეს, მარკინიოსის, დეზირე დუეს და ფაბიან რუის შემდეგ ამ შეხვედრაში ვიტინიაც დაშავდა (რომლის გადაცემითაც ზაბარნიმ გაიტანა) და ის 35-ე წუთზე შეცვალეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში ბერალდომ „ოსერს“ მეორე გოლი გაუტანა და პსჟ-მ 2:0 მოიგო.