ხვიჩა კვარაცხელია - მადრიდის „რეალს“ მხოლოდ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი არ ჰყავს #1TVSPORT
მადრიდის „რეალთან“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.
„მადრიდის „რეალს“ მხოლოდ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი არ ჰყავს — ეს ძალიან ძლიერი გუნდია და პატივისცემა ყველა მოთამაშის მიმართ საჭიროა. ჩვენ საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებულები.
მოედანზე ერთსულოვანნი ვართ, მის მიღმა კი — როგორც ოჯახი. ძლიერი გუნდური სულისკვეთება გვახასიათებს. ერთმანეთისთვის ვიბრძვით და მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე არ ვართ დამოკიდებული. მნიშვნელოვანია მწვრთნელის როლიც — ის სწორ ტაქტიკურ მითითებებსა და მოტივაციას გვაძლევს. ბედნიერები ვართ, რომ ლუის ენრიკე ჩვენი მთავარი მწვრთნელია და მისთვის მოედანზე ყველაფერს ვაკეთებთ.
მსურს თუ არა, მბაპე სათადარიგოთა სკამზე ვნახო? რთული კითხვაა, ის დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ვერაფერს ვიტყვი — რა თქმა უნდა, მბაპესთან ერთად „რეალი“ კიდევ უფრო საშიშია.
მათ ჰყავთ გამორჩეული ინდივიდუალისტები, მაგრამ, პირველ რიგში, ეს გუნდია, რომელიც მაღალი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ვითამაშოთ — არ აქვს მნიშვნელობა, მოწინააღმდეგე ვინ იქნება“, – განაცხადა კვარაცხელიამ.