ხვიჩა კვარაცხელია - „ლივერპულთან“ სტუმრად საოცარ ატმოსფეროში ვითამაშებთ, თუმცა ამისთვის მზად ვართ #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - „ლივერპულთან“ სტუმრად საოცარ ატმოსფეროში ვითამაშებთ, თუმცა ამისთვის მზად ვართ #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, მეტი შანსი გვქონდა და მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, თუმცა კარგია, ასეთი მაღალი დონის მატჩი რომ ჩავატარეთ. რაც შეეხება „ენფილდზე“ გასამართ საპასუხო შეხვედრას, „ლივერპულთან“ სტუმრად საოცარ ატმოსფეროში ვითამაშებთ, მაგრამ ამისთვის მზად ვართ და მატჩისთვის შესაბამისად მოვემზადებით“, – განაცხადა Canal Plus Foot-თან ქართველმა ფეხბურთელმა.

ხვიჩა კვარაცხელია „ლივერპულთან“ მატჩის მეორე ტაიმში გამოირჩა – 65-ე წუთზე მან გიორგი მამარდაშვილს გაუტანა და პსჟ-ის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 8.6 ქულით ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

„ლივერპულსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის საპასუხო მატჩი 14 აპრილს ჩატარდება.