ხვიჩა კვარაცხელია - კვირკველიას ეწყინა, „ლოკომოტივიდან“ რომ წამოვედი
ხვიჩა კვარაცხელია - კვირკველიას ეწყინა, „ლოკომოტივიდან“ რომ წამოვედი
ყაზანის „რუბინში“ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი, დიდი ალბათობით, ხვალ, 15 ივლისს, მოსკოვის „ლოკომოტივთან“ შედგება, რომელსაც „რუბინი“ რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში სტუმრად შეხვდება.
 
sport24-მა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან მოსკოვის „ლოკომოტივის“ დატოვებისა და ყაზანის „რუბინში“ გადასვლაზე ილაპარაკა.
„მოსკოვის „ლოკომოტივმა“ კონტრაქტი “1+3” სისტემით შემომთავაზა , რაც არ მაწყობდა. მაგალითად, ტრავმის შემთხვევაში, კლუბს შეეძლო, ჩემთან კონტრაქტი 3 წლით აღარ გაეხანგრძლივებინა. ანუ ტრავმირებული უკლუბოდაც დავრჩებოდი. ასეთ კონტრაქტებს გასინჯვაზე ჩასულებთან აფორმებენ. ყაზანელებმა კი თავიდანვე ხუთწლიანი ხელშეკრულება შემომთავაზეს. ანუ, ამ შემთხვევაში გაურკვევლობა გამორიცხულია. სწორედ ამიტომ, მამუკასთან (ჯუღელთან) და ოჯახთან ერთად, გადავწყვიტე, რომ ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის უკეთესი „რუბინში“ გადასვლა იქნებოდა“ – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
საქართველოს ნაკრებისა და „რუბინის“ 18 წლის ფეხბურთელმა “ლოკომოტივიდან” წამოსვლაზე საბა კვირკველაის რეაქციაზეც ილაპარაკა: “საბა კვირკველიას ჩემი წამოსვლა ეწყინა, მაგრამ მითხრა რომ ეს ჩემი გადაწყეტილება იყო და ის უნდა გამეკეთებინა, რასაც მისაღებად ჩავთვლიდი. პირველ ტურში მოსკოვის „ლოკომოტივს“ ვხვდებით და თუ გავიტან, რა თქმა უნდა, გოლს არ აღვნიშნავ“.
კვარაცხელიამ კომენტარი თანაგუნდელ ქართველებზე, ზუკა დავითაშვილა და ბექა მიქელთაძე გააკეთა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ლაპარაკს კი მოერიდა: “ვარჯიშის შემდეგაც ვრჩებით და ბევრ რამეზე ვმუშაობთ, რაშიც მოსამატებელი გვაქვს. ვცდილობთ, ისე მოვიქცეთ, როგორც – ნამდვილი პროფესიონალები. იოლია, როდესაც თანამემამულეები გვერდით გყავს. ჩვენ თვითმფრინავშიც ერთად ვსხდებით. საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ვითარება? ამაზე ლაპარაკი არ მსურს. მე პოლიტიკისგან შორს ვარ”.