ხვიჩა კვარაცხელია - იმედი მაქვს, ჩვენს ნაკრებს გამარჯვებაში დავეხმარები #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - იმედი მაქვს, ჩვენს ნაკრებს გამარჯვებაში დავეხმარები #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალამდე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ 26 მარტის შეხვედრას ჩვენი ეროვნული გუნდი მოიგებს.

„რა თქმა უნდა, ამ თამაშს დადებითი ემოციით ვხვდებით. ველით, როდის მოვა ის დრო, როდესაც მოედანზე გავალთ და ჩვენს მაქსიმუმს გავიღებთ.

ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვარ. იმედია, ნაკრებს გამარჯვებაში დავეხმარები. არ აქვს მნიშვნელობა, საბერძნეთთან გოლს ვინ გაიტანს. მთავარია, მოედანზე ვიბრძოლოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ.

გაიმარჯვებს ძლიერი და იმედია, ეს ნაკრები საქართველო იქნება. საბერძნეთის ეროვნულ გუნდს პატივს ვცემთ, ვიცით მათი სიძლიერე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ საქართველოში, ამდენი გულშემატკივრის წინაშე ფინალის თამაში ვინმეს გაუხარდეს“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.