ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის პლეი ოფის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის პლეი ოფის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა #1TVSPORT

Transfermarkt-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა, რომელმაც ევრო 2024-ის პლეი ოფში უნდა ითამაშოს.

სიის სათავეში მყოფი კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 85 მილიონი ევროა. ათეულში ასევე მოხვდა გიორგი მამარდაშვილი. „ვალენსიის“ მეკარე მეექვსე ადგილს რობერტ ლევანდოვსკისთან იყოფს, მისი სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევროა.

ევრო 2024-ის პლეი ოფის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები:

1. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, „ნაპოლი“) – 85 მილიონი ევრო

2. ბრენან ჯონსონი (უელსი, „ტოტენჰემი“) – 48,0

3. მიხაილო მუდრიკი (უკრაინა, „ჩელსი“) – 45,0

4. ოლექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა, „არსენალი“) – 42,0

5. პიოტრ ზიელინსკი (პოლონეთი, „ნაპოლი“) – 35,0

6-7. გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, „ვალენსია“) – 30,0

6-7. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, „ბარსელონა“) – 30,0

8-9. იაკუბ კივორი (პოლონეთი, ლონდონის „არსენალი“) – 25,0

8-9. ვიტალი მიკოლენკო (უკრაინა, „ევერტონი“) – 25,0

10-11. ანატოლი ტრუბინი (უკრაინა, „ბენფიკა“) – 22,0

10-11. ვიქტორ ციგანკოვი (უკრაინა, „ჟირონა“) – 22,0