ხვიჩა კვარაცხელია „ჟირონასთან“ მატჩისას დაშავდა - ტრავმის ხარისხის დასადგენად კლუბი ტესტის შედეგებს ელოდება #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია „ჟირონასთან“ მატჩისას დაშავდა - ტრავმის ხარისხის დასადგენად კლუბი ტესტის შედეგებს ელოდება #1TVSPORT

„ნაპოლიმ“ ამხანაგური შეხვედრა „ჟირონასთან“ პენალტების სერიაში მოიგო, მაგრამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, რუდი გარსიას საფიქრალი გაუჩნდა. ვიქტორ ოსიმენმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო თამაშის დროს ხვიჩა კვარაცხელია და ჯოვანი სიმეონეც დაშავდნენ.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა. ერთ-ერთ ეპიზოდში „ჟირონას“ ფეხბურთელმა მას მარცხენა მუხლში ფეხი მოარტყა. ტკივილის მიუხედავად, კვარაცხელიას შეცვლა არ მოუთხოვია. გავრცელებული ცნობით, საფინალო სასტვენის შემდეგ მას მუხლზე ყინული დაადეს.

„ოსიმენი დისკომფორტის გამო დაასვენეს. სიმეონემ და კვარაცხელიამ კი „ჟირონასთან“ ამხანაგური მატჩის დროს დაზიანებები მიიღეს. ქართველმა პენალტების სერიაში მონაწილეობა სწორედ ტკივილის გამო ვერ მიიღო, მოედანი შეხვეული მუხლით დატოვა. კლუბში ტესტის შედეგებს ელოდებიან, რათა ტრავმის ხარისხი გაიგონ“, – წერს goalist-ი.

„ნაპოლისა“ და „ჟირონასთან“ მატჩი 1:1 დასრულდა. იტალიელებმა მეტოქე პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხეს. ნეაპოლელები მომდევნო ტესტმატჩში გერმანულ „აუგსბურგს“ დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 6 აგვისტოს გაიმართება.