ხვიჩა კვარაცხელია - დაბრკოლებები ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ, დავბრუნდეთ გამარჯვებებისა და პროგრესის გზაზე #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - დაბრკოლებები ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ, დავბრუნდეთ გამარჯვებებისა და პროგრესის გზაზე #1TVSPORT

ესპანეთთან და თურქეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა:

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე  ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გვქომაგობდა. რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი შედეგებით და სათამაშო ხარისხით.

აუცილებელია, ყველა პრობლემა გავაანალიზოთ, დავინახოთ, მივიღოთ და შემდეგ თამაშებში გამოვასწოროთ. არ არის პირველი, როდესაც დაბრკოლებების წინაშე ვართ, მაგრამ ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ გამარჯვებების და პროგრესის გზაზე“!