ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ თურქეთში მოემზადებიან #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ თურქეთში მოემზადებიან #1TVSPORT

Corriere dello Sport-ის ცნობით, „ნაპოლი“ ზამთრის შეკრებას თურქეთში ჩაატარებს და საკონტროლო შეხვედრებსაც გამართავს, გუნდს კი ამ დროს ხვიჩა კვარაცხელიაც შეუერთდება.

კლუბში დაადასტურეს, რომ შეკრება გადაწყვეტილია, მაგრამ არ გაფორმებულა საბოლოო ხელშეკრულება, სადაც ყველაფერი დეტალებში იქნება გაწერილი.

„ყველაფერი თითქმის მზად არის „ნაპოლის“ თურქეთში გასამგზავრებლად. თუმცა შეკრების პროგრამა დადგენის პროცესშია. კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა“, – წერს იტალიური გამოცემა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, „ნაპოლი“ ანტალიაში უნდა წავიდეს —ახლა ზუსტდება, ლუჩანო სპალეტის გუნდი თურქეთში 1 დეკემბერს გაემგზავრება თუ 2 დეკემბერს. დასაზუსტებელია შეკრების ვადაც — ნეაპოლელები იქ დარჩებიან ორი კვირა ან შეიძლება ცოტა ნაკლებიც.

ლუჩანო სპალეტის გუნდი ამ პერიოდში ორ საკონტროლო მატჩს გამართავს და ორივეს ინგლისურ კლუბებთან — „კრისტალ პალასთან“ და „ფულემთან“.