ხვიჩა კვარაცხელია - ჩვენი ფეხბურთელების ძლიერ გუნდებში გადასვლა ნაკრებზეც აისახება #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - ჩვენი ფეხბურთელების ძლიერ გუნდებში გადასვლა ნაკრებზეც აისახება #1TVSPORT

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთისა და ნორვეგიის ნაკრებებთან გასამართი მატჩების შესახებ ეროვნული გუნდის ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი თამაშები გველის. ესპანეთის სახით, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით. ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ და ვემზადებით ორივე მატჩისთვის. როგორც ესპანეთი, ისე ნორვეგია ძალიან ძლიერი გუნდები არიან.

ვპირდებით გულშემატკივარს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ. მათ მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგან თითოეულ თამაშზე სტადიონს ავსებენ.

ძალიან კარგია, რომ ქართველი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში განაგრძობენ კარიერას. როდესაც ძლიერ გუნდში თამაშობ, სადაც მაღალი ტემპია, ეს ნაკრებზეც აისახება და ეროვნულ გუნდს წინსვლაში ეხმარება“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 8 სექტემბერს, თბილისში ესპანეთთან 20:00 საათზე დაიწყებს, ხოლო 12 სექტემბერს ნორვეგიას ოსლოში ესტუმრება (22:45).

ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.