ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის სრულ მზადყოფნაშია #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, „ინტერთან“ დაპირისპირებამდე ბოლო ვარჯიში გამართა და ოფიციალურ გვერდზე მზადების ფოტოები გამოაქვეყნა.
ერთ-ერთ ფოტოზე ხვიჩა კვარაცხელიაა ასახული — ქართველი სრულად გამოჯანმრთელდა და ფინალისთვის სრული დატვირთვით ემზადება. ფაქტი, რომ პსჟ მას ვარჯიშის კადრში პირველ რიგში წარმოაჩენს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფრანგული გრანდში საქართველოს ნაკრების ლიდერს.
ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის 22-კაციანი განაცხადი დაასახელა — სწორედ ეს მოთამაშეები დაუპირისპირდებიან „ინტერს“ შაბათს, 31 მაისს, მიუნხენში.
მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა, მატვეი საფონოვი, არნო ტენასი
მცველები: აშრაფ ჰაკიმი, პრესნელ კიმპემბე, მარკინიოსი, ლუკა ერნანდესი, ნუნუ მენდეში, ლუკას ბერალდო, უილიამ პაჩო
ნახევარმცველები: ფაბიან რუისი, ვიტინია, სენი მაიულუ, ვორენ ზაირ-ემერი, ჟოაო ნევეში
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, გონსალო რამოში, უსმან დემბელე, დეზირე დუე, ლი კანგ-ინ, ბრედლი ბარკოლა, იბრაჰიმ მბაიე