ხვიჩა კვარაცხელია „რუბინიდან“ წასვლაზე - ჩემი საკითხი ნაკრების თამაშების შემდეგ გადაწყდება #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია „რუბინიდან“ წასვლაზე - ჩემი საკითხი ნაკრების თამაშების შემდეგ გადაწყდება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ჩამოსულმა ხვიჩა კვარაცხელიამ ქართულ მედიასთან კომენტარი გააკეთა მასთან გავრცელებულ ხმებზე იმის შესახებ, რომ ყაზანის „რუბინიდან“ მიდის.

„ასე გადაწყვეტილი არაფერია. მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ ახლა ამის შესახებ არ შემიძლია რამე ვთქვა. ამჟამად საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის ვემზადებით, მე ამ მატჩებზე ვფიქრობ და ალბათ, ჩემი საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება,“ – ამბობს კვარაცხელია.

მან არ ისურვა კომენტარი კითხვაზე, დაინტერესებულთა შორის არიან თუ არა ინგლისური კლუბები.

„ამაზე ლაპარაკის უფლებაც არ მაქვს და სწორიც არ იქნება. მაგრამ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი მოლაპარაკება იყო“.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა საკუთარ ფორმაზეც ილაპარაკა – ხვიჩა აპრილში დაშავდა და ამის გამო „რუბინს“ ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე ვერ დაეხმარა.

„ტრავმა კარგად მოვიშუშე, ნაკრებში მატჩებისთვის ვემზადები და ვნახოთ, მთავარი მწვრთნელი რას იტყვის. ვიქნები თუ არა ამ მატჩებში სათამაშოდ მზად, ვილი სანიოლი გადაწყვეტს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2 ივნისს რუმინეთს შეხვდება, ხოლო 6 ივნისს – ნიდერლანდებს. ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ფოტო GFF

დატოვე კომენტარი