ხვიჩა კვარაცხელია - ბევრ სტადიონზე მითამაშია, მაგრამ ასეთი გულშემატკივრობა არსად მინახავს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - ბევრ სტადიონზე მითამაშია, მაგრამ ასეთი გულშემატკივრობა არსად მინახავს #1TVSPORT

საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა. „ნაპოლის“ თავდამსხმელის განცხადებით, ბევრ სტადიონზე უთამაშია, თუმცა ისეთი გულშემატკივრობა, როგორიც „დინამო არენაზე“ იყო, არსად უნახავს.

„უბრალოდ ფეხი დამეჭიმა, სერიოზული არაფერია. ზოგს ჩვენი არ სჯეროდა, მაგრამ ახლა დაიჯერებენ. უბედნიერესები ვართ. ასეთი ემოცია ცხოვრებაში არ მქონია.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს. ბევრ სტადიონზე მითამაშია, მაგრამ ასეთი გულშემატკივრობა არსად მინახავს. თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყავით“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან.