ხვიჩა კვარაცხელია - არ ვიცი, „რუბინში“ ბოლო გოლი გავიტანე თუ არა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - არ ვიცი, „რუბინში“ ბოლო გოლი გავიტანე თუ არა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია მისი მომავლის შესახებ გარკვეულ პასუხს ვერ იძლევა – ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის შესაძლო ტრანსფერზე ბევრი დაიწერა, მაგრამ კვარაცხელია ჯერ კონკრეტულს კიდევ ვერაფერს ამბობს.

„ბოლო გავიტანე თუ არა „რუბინის“ ფორმით? არ ვიცი. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, მაგრამ შევეცდები, აქ ბევრი გავიტანო“, – ციტირებს კვარაცხელიას სიტყვებს „მატჩ ტვ“.

ხვიჩა კვარაცხელიამ 10 ივლისს, „მატჩ პრემიერის“ თასის პირველ ტურში, „ხიმკისთან“ შეხვედრაში (1: 0) ერთადერთი გოლი გაიტანა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია კვარაცხელითი დაინტერესების შესახებ „იუვენტუსიდან“, „მილანიდან“, „ატალანტადან“, „ბაიერნიდან“, „აიაქსიდან” და „ლიდს იუნაიტედიდან“. ხვიჩა „რუბინის“ ფეხბურთელი 2019 წლის ივლისში გახდა.

რუსეთის პრემიერლიგის 2020/2021 წლების სეზონში 20 წლის ნახევარმცველი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ აღიარეს. გერმანულმა სამენეჯერო სააგნეტო Transfermarkt კვარაცხელიას ტრანსფერს 20 მილიონ ევროდ აფასებს. ყაზანის კლუბთან მისი კონტრაქტი ძალაში 2024 წლის 30 ივნისამდეა.