ხვიჩა კვარაცხელია - გაძლიერებულად ვვარჯიშობ, ფორმაში რომ შევიდე #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - გაძლიერებულად ვვარჯიშობ, ფორმაში რომ შევიდე #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ განმართება გააკეთა, ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე საწყისი ორი ეტაპი სრული დატვირთვით რატომ არ ემზადებოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო, თითქმის ორი შეკრება ინდივიდუალურად ვივარჯიშე, ვფიქრობ, რომ ეს მზადება მაინც ნაყოფიერი გამოდგა. ახლა ყველაფერი რიგზეა, მაგრამ კარგად მესმის, რომ ჯერ 100 პროცენტით მზად არ ვარ“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელია.
ამის მიხუედავად, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ მარტის ამხანაგურ მატჩენამდე ფორმაში შესვლას მოახერხებს.
„სეზონის მეორე ნახევრის დაწყებამდე ფორმაში შესასვლელად გაძლიერებული რეჟიმით ვვარჯიშობ, გაზაფხულზე მაქსიმალურად კარგ ფორმაში რომ შევიდე. ახლა ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს. უახლოეს მომავალში გავაგრძელებ მკურნალობას და პროცედურებს, რომ 90 წუთი ვითამაშო“, – ამბობს 21 წლის თავდამსხმელი.