ხვიჩა კვარაცხელია - ახლა თავს კარგად ვგრძნობ და მეორე ტესტს ველოდები
ხვიჩა კვარაცხელია - ახლა თავს კარგად ვგრძნობ და მეორე ტესტს ველოდები

ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ კიდევ არ იცის, როდის შეუერთდება გუნდს ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც კორონავირუსი საქართველოს ეროვნული გუნდების შეკრებაზე ყოფნის დროს დაუდასტურდა.

საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 19 წლის თავდამსხმელმა განაცხადა, რომ კლუბში დაბრუნებას მალე იმედოვნებს.

„საბედნიეროდ, ახლა თავს კარგად ვგრძნობ, სიმპტომები აღარ მაქვს და ველოდები მეორე ტესტს. იმედია, მისი პასუხი უარყოფითი იქნება. ამის შემდეგ, ეგრევე რუსეთში წავალ და ყაზანის „რუბინში“ ვარჯიშს განვაახლებ. თუმცა, თავიდან, ალბათ, სრული დატვირთვით ვარჯიშს და თამაშს ვერ მოვახერხებ, რადგან სისუსტეები მქონდა. თუმცა, ეს დროებითია და იმედია, მალე ვითამაშებ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ხვიჩა კვარაცხელია.

კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ნოემბრის შეხვედრებზე იყო გამოძახებული, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო2020-ის ფინალამდე კორონავირუსი დაუდასტურდა და ჩვენი გუნდის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოტოვა, ბოლო ტურში კი ყაზანის „რუბინსაც“ ვერ დაეხმარა.