ხვიჩა კვარაცხელია ახალ სპორტის სასახლეში საქართველოსა და იტალიის საკალათბურთო ნაკრებების მატჩს დაესწრო #TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია ახალ სპორტის სასახლეში საქართველოსა და იტალიის საკალათბურთო ნაკრებების მატჩს დაესწრო #TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია თბილისშია და საქართველოსა და იტალიის საკალათბურთო ნაკრებების შეხვედრას დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა მაროკოსთან 17 ნოემბერს დანიშნული ამხანაგური მატჩისთვის ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა. სამწუხაროდ, საბოლოოდ, ცნობილი გახდა, რომ 21 წლის ფეხბურთელი ნაკრების შეხვედრას გამოტოვებს, რადგან წელის ტკივილი ბოლომდე ვერ მოირჩინა და მწვრთნელები ფეხბურთელის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ არ დააყენებენ.

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში დაშავდა და მას შემდეგ იტალიის ჩემპიონატის სამი ტურის შეხვედრა გამოტოვა.