ხვალიდან თბილისში 17 წლამდე ხელბურთელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართება

22:44, 02.08.2019

ხვალიდან გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში 17 წლამდე ხელბურთელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართება.

3 აგვისტოს, 16:00 საათზე ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონია არის დაგეგმილი, 16:30 საათზე კი საქართველოს ნაკრები ლიეტუვას გუნდს დაუპირისპირდება.

ქართველი ხელბურთელები 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის უკვე ორი წელია ემზადებიან.

კონტინენტის პირველობაზე ჩვენი გუნდი საქართველოს 5 სხვადასხვა ქალაქის 6 კლუბის 18 ხელბურთელით არის წარმოდგენილი. საქართველოს ნაკრები საკუთარ კედლებში ჯგუფური ეტაპის დაძლევას და 1/2 ფინალში გასვლას გეგმავს.

3 აგვისტო:

12:00 სერბეთი – ფარერები
14:00 უკრაინა – საბერძნეთი
16:30 ლიეტუვა – საქართველო
18:30 შვეიცარია – ლატვია

მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

მსგავსი