ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა ხვალისთვის არის დაგეგმილი
ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა ხვალისთვის არის დაგეგმილი

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის ხვალ სტოკჰოლმში შეხვედრაა დაგეგმილი. როგორც სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, შეხვედრა ეუთო-ს მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართება.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ბლინკენისა და ლავროვის შეხვედრა შედგება უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზების გამო ნატო-სა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე.

ლავროვთან შეხვედრამდე, ბლინკენი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან.