ხვადაგიანი საუკეთესო იყო, კაშიას „სლოვანი“ გალიდერდა #1TVSPORT
ხვადაგიანი საუკეთესო იყო, კაშიას „სლოვანი“ გალიდერდა #1TVSPORT

სლოვაკეთის ჩემპიონატში ერთ-ერთმა ლიდერმა „დუნაისკა სტრედამ“ აუტსაიდერ „კომარნოსთან“ მოულოდნელად ქულები დაკარგა – 1:1. მასპინძელთა რიგებში ცოტნე კაპანაძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, ხოლო გიორგი გაგუამ – შეცვლაზე.

თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცემ“ შინ „სკალიცა“ 2:0 დაამარცხა – ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მაღალი შეფასება მიიღო 7,5 ქულა. გურამ კაშიას „სლოვანმა “კი სტუმრად „ტრენჩინს“ 2:1 სძლია. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოედანზე 67-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. ამ მოგებით „სლოვანმა“ 18 ქულა დააგროვა და „დუნაისკას“ (15) გადაასწრო.

ბოსნიის ჩემპიონატში „ჟელეზნიჩარმა“ 2:0 დაამარცხა გიორგი გულიაშვილის „სარაევო“. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის უგოლი სერია გრძელდება – გულიაშვილის ანგარიშზე მხოლოდ ყვითელი ბარათია.

ისრაელის ლიგაში ლუკა გადრანისბეითარიბნეი რაინას „მაკაბის“ ესტუმრა და 3:1 სძლია. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მისი გარჯა7,4 ქულით შეაფასეს. საბა ხვადაგიანის ნეთანიას „მაკაბიმ“ ასევე გასვლაზე სძლია იერუსალიმის „ჰაპოელს“ 2:1. ქართველმა მცველმა 80 წუთი ითამაშა და გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო – 7,7 ქულა.