ხუთი თვე დაისვენებს - „დინამო თბილისის“ მეკარეს რომში ოპერაცია ჩაუტარდა #1TVSPORT
ხუთი თვე დაისვენებს - „დინამო თბილისის“ მეკარეს რომში ოპერაცია ჩაუტარდა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მეკარე დავით კერესელიძე ტრავმირებულია, ოპერაცია გაუკეთეს და გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დახმარება – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„დინამო თბილისის“ მეკარე 4 მარტს ეროვნული ლიგის მეორე ტურში ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრის დროს დაშავდა. 22 წლის დავით კერესელიძე მე-11 წუთზე, ჯოვინო ფლამარიონის გოლის დროს მეკარე მეტოქესთან შეჯახების შემდეგ ცუდად დაეცა და შესაცვლელი გახდა. როგორც გაირკვა, დავით კერესელიძეს მხარი ჰქონდა დაზიანებული და ოპერაცია დასჭირდა, რომელიც უკვე ჩაუტარდა.

„დავით კერესელიძეს ოპერაცია ჩაუტარდა. ჩვენი გუნდის მეკარემ, დავით კერესელიძემ ტრავმა ბათუმის „დინამოსთან“ მატჩის დროს მიიღო. მას გუშინ რომის კლინიკა Villa Stuart-ში მხრის ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. რეაბილიტაციის სავარაუდო პერიოდად 5 თვე სახელდება. ჩვენი კლუბის სახელით დავით კერესელიძეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერია „დინამო თბილისის“ განცხადებაში.

დავით კერესელიძე „დინამო თბილისში“ 2021 წლის დეკემბერში გადავიდა. მანამდე ახალგაზრდა მეკარე „გაგრაში“ თამაშობდა, სადაც საქართველოს თასის მფლობელი გახდა.