ხუთი ქართველი თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
ხუთი ქართველი თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში იჭიდავებს. მძიმეწონოსნები – ონისე ბუღაძე და გელა ზაალიშვილი ფინალში გასასვლელად უზბეკ სპორტსმენებს შეხვდებიან.

ქართული ნახევარფინალი გაიმართება 90 კგ-ში, სადაც ბექა ღვინიაშვილი გიორგი პაპუნაშვილს დაუპირისპირდება. ფინალში გასასვლელად იჭიდავებს ონისე სანებლიძეც (100კგ).

დღეს გამომსვლელი ორივე ქართველი ქალი ძიუდოისტი მარიამ ჭანტურია და სოფიო სომხიშვილი ბრინჯაოსთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე რვა მედალია – ორი ოქროს, სამი ვერცხლის და სამიც ბრინჯაოსი. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ თემურ ნოზაძე (60კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გიორგი სარდალაშვილი (60კგ), გიორგი თუთაშვილი (66კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ბრინჯაოს მედლები კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) და გიორგი ტერაშვილმა (73კგ) მოიპოვეს. წინასწარი შეხვედრები 12:00-ზე დაიწყო,ფინალური ბლოკი კი 17:00-ზე გაიმართება.