ხუთი ქართველი მოჭიდავე 23-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს პროგრამა ისე დასრულდა, რომ ტურნირზე გამომსვლელი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ხუთი წევრიდან, არც ერთს შეხვედრა არ წაუგია.
ნახევარფინალში გავიდნენ:
61 კგ – რამაზ თურმანიძე
74 კგ – თემურ ბერუაშვილი
86 კგ – ევსემ შველიძე
92 კგ – მირიან მაისურაძე
125 კგ – სოლომონ მანაშვილი.
დღევანდელი ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 18:45 საათზე დაიწყება. დღესვე მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი გაიმართება, სადაც ჩვენი ნაკრების ორი წევრი – გიორგი ელბაქიძე (70კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79კგ) ოქროს მედლებისთვის, ხოლო გიორგი გეგელაშვილი (55კგ) და ანდრო მარღიშვილი (97კგ) ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ.