ხუთი ქართველი მეოთხედფინალში
ხუთი ქართველი მეოთხედფინალში

რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა სპორტსმენებმა გამოსვლა წარმატებით დაიწყეს. იაკობ ქაჯაიამ (130 კგ.), თორნიკე ძამაშვილმა (77 კგ.), ლევან ქავჟარაძემ (63 კგ.) და რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ.) მეტოქეები დაამარცხეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

სამწუხაროდ, ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ.), რომელიც ასევე გავიდა მეოთხედგფინალურ ეტაპზე, შეხვედრა აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან დათმო (0-9).

ქართველი სპორტსმენების მიერ ჩატარებული შეხვედრების საინტერესო მომენტები საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ფეისბუკ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.