ხუთი ქართველი ძიუდოუსტი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
ხუთი ქართველი ძიუდოუსტი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს #1TVSPORT

ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს შვიდმა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგან ექვსი მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს. 90კგ-ში ნიკოლოზ ხარაზიშვილი ნახევარფინალში უნგრელ ძიუდოისტს შეხვდება, თორნიკე ფოლადაშვილი კი მესამე ადგილისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს.

100 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მთავარი ფავორიტი ილია სულამანიძე და 17 წლის მიხეილ ჯაფარიძე ნახევარფინალში იასპარეზებენ. სულამანიძე რუსს, ხოლო ჯაფარიძე უნგრელ სპორტსმენს შეხვდება. ფინალში გასასვლელად ასევე იჭიდავებენ მძიმეწონოსნები: საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი. მეშვიდე ქართველი ძიუდოისტი სალომე მაყიშვილი (+78) პირველივე დაპირისპირებაში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.