ხუთი კილოგრამი ოქრო და ტყავი - UFC ახალი საჩემპიონო ქამარი შექმნა
ხუთი კილოგრამი ოქრო და ტყავი - UFC ახალი საჩემპიონო ქამარი შექმნა

შერეულ ორთაბრძოლებში UFC on ESPN+ 1-ის ტურნირის წინ, რომელიც ბრუკლინში უნდა გაიმართოს, UFC-მ ახალი საჩემპიონო ქამარი წარმოადგინა.

ყოველ ახალ ქამარზე მითითებული იქნება წონითი კატეგორია, ჩემპიონის სახელი, ტიტულების დაცვის რაოდენობა და იმ ქვეყნის დროშა, რომელსაც მებრძოლი წარმოადგენს.

ქამარი დამზადებული იქნება ტყავისგან და ოქროსგან, მის წონა შეადგენს 4.7 კილოგრამს.პირველები ამ საჩემპიონო ქამარს 20 იანვარს გაითამაშებენ ამერიკელები – თავისუფალ ჭიდაობაში 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ჰენრი სეჰუდო (13-2) და ტი ჯეი დილაშოუ (16-3). ეს არის UFC-ის ისტორიაში პირველი შეხვედრა, როცა ერთმანეთს დაუპირისპირდებიან უმჩატესი და მჩატე წონის კატეგორიებში ჩემპიონები.