ხუთი ფეხბურთელი, რომელიც რეალს დატოვებს
ხუთი ფეხბურთელი, რომელიც რეალს დატოვებს

ესპანური გამოცემის ასის ინფორმაციით, მადრიდის რეალმა იმ ხუთი ფეხბურთელის სია შეადგინა, რომლებიც ზაფხულში გუნდს დატოვებენ. მადრიდული გამოცემის ინფორმაციით, სიის სათავეში უკონკურენტოდ გარეტ ბეილია. ასევე საუბარია მარკოს ლიორენტეზე, მარიანოზე, ბრაჰიმ დიასსა და დანი სებალიოსის შესაძლო ტრანსფერებზე.

გაცილებით ნაკლებ სავარაუდოა ტონი კროოსის, მარსელოსა და ისკოს გადასვლა, რადგანაც აგორებულ ჭორებს სამივე მათგანი გამოეხმაურა და მათ გუნდში დარჩენის მკაფიო სურვილი გამოთქვეს.