ხუთჭიდელმა გაგა ხიჯაკაძემ ბუენოს-აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

17:39, 23.07.2018

ქართველმა სპორტსმენმა გაგა ხიჯაკაძემ წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და თანამედროვე ხუთჭიდში ზაფხულის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი სეოკ-მა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო ფედერაციიდან (UIPM) მიიღო. არგენტინაში სულ 24 საუკეთესო ხუთჭიდელი იასპარეზებს.
გაგა ხიჯაკაძემ თანამედროვე ხუთჭიდში ვარჯიში 2013 წელს დაიწყო. 2014 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო შეჯიბრებებში. ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება წელს თბილისში გამართულ ევროპის თასის გათამაშებაზე მოიპოვა, სადაც პირველ ადგილზე გავიდა.

მსგავსი