ხულიო რიბასი - შედეგით არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ ცუდად არ გვითამაშია #1TVSPORT
ხულიო რიბასი - შედეგით არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ ცუდად არ გვითამაშია #1TVSPORT

გიბრალტარის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ხულიო რიბასმა საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის სადებიუტო შეხვედრა შეაფასა.

„ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებში რა პერსპექტივას ვხედავ? დღეს საქართველომ კარგად ითამაშა. ბულგარეთმა მაკედონიასთან ფრედ ითამაშა და პირველი ტურის შემდეგ საქართველო გალიდერდა.

რასაკვირველია, საინტერესო თამაში იყო, ვიცოდი, რომ საქართველო კარგი გუნდი იყო, ველოდი, რომ გაგვიჭირდებოდა. წავაგეთ, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან საინტერესო თამაში ვაჩვენეთ.

შედეგით არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ ცუდად არ გვითამაშია. მეორე ტაიმში ცოტა უკეთ გამოვიყურებოდით. რა იქნება ჩვენს შემდეგ შეხვედრაში და საქართველოს ნაკრებთან შურისძიებაზე ფიქრი ნაადრევია.

შემდეგ მაკედონიას შევხდებით, რომელიც საქართველოსგან განსხვავებულად თამაშობს და შესაბამისად, განსხვავებულად თამაშობს.“