ხულიენ ლოპეტეგი კატარის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
კატარის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ხულიენ ლოპეტეგი ოფიციალურად წარადგინა. 58 წლის ესპანელი სპეციალისტი ნაკრებს 2027 წლამდე გაწვრთნის.
ლოპეტეგი ამ თანამდებობაზე თანამემამულე ლუის გარსიას ნაცვლად დაინიშნა, რომელიც ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე რამდენიმე საათით ადრე გაათავისუფლეს.
ლოპეტეგი 2016-2018 წლებში ის ესპანეთის ნაკრებს ედგა სათავეში. სააკლუბო დონეზე კი ის „პორტოს“, „სევილიას“, „რეალის“, „ვულვზისა“ და „ვესტ ჰემის“ მთავარი მწვრთნელი გახლდათ.
ახალი მთავარი მწვრთნელი კატარის ნაკრებს ოფიციალურად 5 ივნისს, ირანის წინააღმდეგ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში გაუძღვება.
ამ დროისთვის ყატარი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე A ჯგუფში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.