ხულიან ალვარესს მხოლოდ „ბარსელონაში“ თამაში უნდა #1TVSPORT
მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდს ხულიან ალვარესს საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი შეიცვალოს კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. არგენტინელი ფეხბურთელი კატეგორიულ უარს ამბობს განიხილოს სხვადასხვა შეთავაზება და მხოლოდ „ბარსელონაში“ გადასვლას განიხილავს.
„ალვარესი არ გეგმავს ინგლისში დაბრუნებას, ასევე არ უნდა „პასი სენ-ჟერმენში“ გადასვლა. მას მხოლოდ „ბარსელონა“ აინტერესებს, რომელიც გადადგამს ნაბიჯებს ფორვარდის შესაძენად. ვნახოთ, მივა თუ არა საქმე 130-140 მილიონამდე. ვფიქრობ, „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს. ასევე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელი დარჩება „ატლეტიკოში“. ის და სიმეონე ერთმანეთს ვერ ეწყობიან“, – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა მატეო მორეტომ.